top of page

რა მოგვიტანა წმინდა ნინოს ნაქადაგებმა ქრისტიანობამ და რა ვიქნებოდით ქრისტიანობის გარეშე?!

თორნიკე ბედიანაშვილი

წმინდა ნინო

„ათასხუთასი წელიწადია, ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა." ასე შეაფასა დიდმა ილია ჭავჭავაძემ ქრისტიანობის ღვაწლი საქართველოსთვის. და მართლაც რანი ვიქნებოდით ჩვენ, წმინდა ნინოს, რომ ქრისტიანობა არ შემოეტანა?


თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ სანამ ქრისტიანობას მივიღებდით, მიუხედავათ იმისა რომ კულტურულად და ტექნოლოგიურად განვითარებულები ვიყავით, ჩვენი წარმართული რელიგიები საშინელება იყო. მიდიოდა ადამიანების მსხვერპლად შეწირვა მათ შორის ბავშვების. იყო წარმართულ რელიგიებთან დაკავშირებული საშინელი მოქმედებები რაც ქართლის ცხოვრებაში ნათლად არის აღბეჭდილი. ქრისტიანობამ ჩვენ პირველ რიგში ამ უკუღმართობებისგან გაგვათავისუფლა.


რაც შეეხება გაქრისტიანების შემდგომ პერიოდს ქართველობა და ქრისტიანობა სინონიმებად იქცა რამაც განაპირობა ჩვენი იდენტობის გადარჩენა და დღემდე მოსვლა რაც დიდ ილიას კარგად აქვს ახსნილი.

სვეტიცხოველი და ჯვარი

ასევე უნდა აღინიშნოს რომ, ქრისტიანობამ ასევე განაპირობა ჩვენი კულტურის განვითარება და დაამკვიდრა ლამაზი ტრადიციები. ქრისტიანობამ ჩვენ ასევე მოგვცა თავისუფლება და თავიუფლებისაკენ მუდმივი სწრაფვა რაც საპირისპიროა იმ შემთხვევისგან ჩვენ რომ ქრისტიანობა არ მიგვეღო რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებდით ისლამს თანაც რადიკალურს, რაც ჩვენი მეზობლები იმპერიების ნაწილად გვაქცევდა.


ბედის ირონიაა როდესაც დღევანდელი ჩვენი ლიბერალები ისლამს იცავენ და ქრისტიანობას თავს ესხმიან, რადგან ისლამური საქართველოს პირობებში მათ ხმის ამოღების უფლებაც კი არ ექნებოდათ, სექსუალრ უმცირესობებს სიკვდილით დასჯიდნენ და ფემინისტები რომლებიც ათას სისულელეს ითხოვენ, რომელიმე ფაშას მეოთხე და მეხუთე ცოლები იქნებოდნენ და თვალების მეტის გამოჩენის უფლებაც არ ექნებოდათ.


და ბოლოს მართმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია, რასაც თეოლოგიურ საკითხებთან ერთად ჩვენი ისტორიაც მოწმობს. ასე რომ წმინდა ნინოს დამსახურებაა უსაზღვროა ჩვენი ქვეყნის წინაშე. გვერდის ადმინისტრაციის სახელით ყველას გილოცავთ ნინოობას!!!

Comments


bottom of page