
„საქართველო, რეგიონში და მის მიღმა, დემოკრატიული მახასიათებლებით გამოირჩევა... თუ დემოკრატიის კუთხით უკუსვლა მოხდება, საქართველო ამით დაკარკავს მთავარ კომპონენტს, ის რთულ სამეზობლოშია, უსაფრთხოების კუთხით რთულ მდგომარეობაშია, ეკონომიკა იზრდება, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით, არც თუ ისე დიდია, ამიტომ თუ დემოკრატიულ ნაწილს დაკარგავს, ის დასავლეთის ბევრი ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების დღის წესრიგიდან გაქრება“, - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკლევარმა, ლარა ლინდერმანმა.
ლინდერმანს ეთანხმება ამერიკის ყოფილი ელჩი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი ჯონ ჰერბსტი.

ანუ გამოდის რომ დასავლეთი გვემუქრება, რომ თუ არ დავაკმაყოფილებთ მათ მიერ თავს მოხვეულ ლიბერალურ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, ისინი ჩვენ აღარ დაგვიცავენ და ჩვენს ეკონომიკასაც პრობლემები შეექნება. ეს არის პირდაპირი დაცინვა და შეურაწყოფა!!! ჯერ ან როდის გვიცავენ ან რა ეკონომიკას გვინვითარებენ ან რას გვამდლიან.
რეალურად მათ არ გაგვიწიეს სამხედრო დახმარება 2008 წლის ომში. ხოლო ქვეყნის ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორები, ზუსტდაც დასავლელების მიერ ჩვენზე თავს მოხვეული, ლიბერალური ეკონომიკა, თავისუფალი ვაჭრობა და თავისუფალი ბაზარია. ის დახმარებები კი რასაც დასავლეთი გვიწევს ხმარდება იმ პროექტებს რაც მათთვისაა მნიშვნელოვანი და არა ჩვენი ინტერესებისთვის. ნაწილი კი კრედიტების სახით გვეძლევა რაც ჩვენი შვილების გადასახდელია.ზუსტადაც რომ მათ მიერ მართული პოლიტ-ელიტა არის მუხრუჭი და მხოლოდ დასავლელების ინტერესების გამტარებელი.

გვეუბნებიან რომ მათ მიერ დაფინანსებული ბაია პატარიიების და ჭკუაზე უნდა ვიაროთ. ანუ თუ არ გვინდა მათი მხარდაჭერა დავკარგოთ, უნდა ვაწარმოოთ გარყვნილების პროპაგანდა, ნარკოტიკების თავისუფლება და უცხოტმელებს შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ რომ საქართველოდან გასული ემიგრანტების ადგილას ჩასახლდნენ და ჩვენი მიწაწყალი მიიტაცონ. ასევე მათ სურთ გადავუხვიოთ ქრისტიანობიდან და შევზღუდოთ ეკლესია.
ეს არის ჩვეულებრივი ბატონის და ვასალის ურთიერთობა. მათ სურთ რომ ის რაც მათივე ინტერესებშია აქეთ გვახვეწნინონ და ჩვენი ხელით გავანადგუროთ ჩვენი ქვეყანა. ასე რომ ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ ამ მახეს. ჩვენ ჩვენთვითონვე უნდა ავაშენოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო ეროვნული და ძლიერი ეკონიმიკით რომელიც მხოლოდ ადგილობრივი წარმოების და ბაზრის გაძლიერებით და პროტექციონიზმით მიიხწევა რასაც მოყვება შემდგომში ჩვენი ტექნოლოგიური, მეცნიერული და სამხედრო განვითარება. დღეს კი ჩვენ ჩვეულებრივი მონა-ვასლები ვართ და ამ ეგრეთ წოდებული დემოკრატიით საკუთარ ქვეყანას ვანადგურებთ.
თორნიკე ბედიანაშვილი
Commentaires