top of page

ბოლო დღეებში გავრცელებული ლიბერალური დეზინფორმაციული პროპაგანდა

თორნიკე ბედიანაშვილი

არქიმანდრიტი ათანასე

ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ორი მიზანმიმართული დეზინფორმაცია იქნა გავრცელებული ლიბერალების მიერ. აღსაღნიშნავია რომ ორივეს გავრცელებაში აქტიურად მონაწილეობდა დეზინფორმაციაში სპეციალიზებური ლიბერალური არხის, რუსთავი 2ის ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.


პირველი მათგანი ეხებოდა ერთერთი სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ათანასეს მიერ, ნახევარ მილიონ დოლარად შეფასებული ბენტლის ყოლას. გავრცელდა ფოტო რომელშიც აღნიშნულ ავტომობილში ის სასულიერო პირი იჯდა. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა რომ ის ავტომობილი არის 2006 წლის გამოშვება იყო რომლის დღევანდელი საბაზრო ფასი არ აღემატება 20 ათას დოლარს და რომელიც საერთოდ არ ეკუთვნის აღნიშნულ სასულიერო პირს, არამედ მის ნაცნობს რომელმაც მას ეს ბენტლი ათხოვა.


ეკლესიაზე შეტევა დეზინფორმაციებით, აქტიურად მიმდინარეობს ბოლო წლების განმავლობაში. ამ ბოლო დროს, ლიბერალური მედია და განსაკუთრებით რუსთავი 2, აქტიურად ცდილობენ ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციას, მანიპულირებული დეზინფორმაციითა და შეცდომილი სასულიერო პირების მეშვეობით.

ჯაბა ყველაშვილი, მოჭიდავე

მეორე შემთხვევა ეხება ერთერთი მოჭიდავის, ჯაბა ყველაშვილის მიერ ვარჯიშზე ქუდის ტარებას, რომელსაც ქონდა წარწერა RUSSEL, ხოლო რადგან სურათზე კარგად არ ჩანდა, ლიბერალებმა ხალხს აუწყეს რომ მას ქუდზე ეწერა RUSSIA, რის შედეგადაც აღნიშნული მოჭიდავე დაუმსახურებელი ლანძღვის ობიექტი გახდა.


ასევე აღსაღნიშნავია ამ ბოლო დროს, ლიბერალური დეზინფორმაციული კამპანია მოჭიდავეებთან და ძიუდოისტებთან მიმართებაში. გასულ თვეს მოხდა ძიუდოისტების შერიგება პატრიარქის მიერ, ხოლო იმავე საღამოს გავრცელდა ცრუ ინფორმაცია ლიბერალების მიერ თითქოსდა შერიგებულმა ძიუდოისტებმა იმავე საღამოს რესტორანში ისევ იჩხუბეს, როდესაც ისინი რესტორანში საერთოდ არ წასულან.

გურამ კაშია და ნანუკა ჟორჟოლიანი

სპორტის ამ სახეობების წარმომადგენლებზეც ლიბერალების შემოტევაც გასაგებია, რადგანაც ჭიდაობა არის ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილი და რაც მთავარია ჩვენი ვაჟკაცი მოჭიდავეები არიან წარმატებულები რაც ლიბერალებს აგიჟბს. მათ სურთ რომ ქართველი სპორცმენები იყვნენ გურამ კაშიას ტიპის და არა ასეთი წარმატებული ვაჟკაცები.


ასე რომ როდეს ასეთი ტიპის ცრუ ან მანიპულირებული ინფორმაციები თუ ფოტო მასალები ვრცელდება, ყველას მართებს გონიერება დაფიქრდეს თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის ინფორმაცია სიმართლეს და რამდენად შეიძლებაეს იყოს მანიპულაცია. თუ შესაძლებელია უნდა ყველამ უნდა გადაამწოს ინფორმაციის სისწორე და გაეცნოს სხვა წყაროებს. ასევე წინასწარი დასკვნებისგან თავი უნდა შევიკავოთ იქამდე მაინც სანამ მას ვიზეც არის გამოქვეყნებული პასუხის საშვალება მიეცემა. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის რადგნაც არ გავხდეთ ლიბერალური დეზინფორმაციის მსხვერპლი და ტყუილა უბრალოდ ცილი არ დავწამოთ უდანაშაულო ადამიანს.


თორნიკე ბედიანაშვილი





Comments


bottom of page