
ელიზბარ(კახა) ბასიშვილი (მოძრაობა “ემიგრანტები საქართველოსთვის”) ფეისბუქის მეშვეობით ქართველ ემიგრანტებს მიმართავს:
მიმართვა ქართველ პატრიოტ ემიგრანტებს! (ზედმეტი პათეტიკის გარეშე!)
ვინც მიცნობს და მათთვისაც, ვინც არ მიცნობს, ვამბობ,რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ,შეურიგებელი მოწინააღმდეგე ვარ, ყოველგვარი და ყოველი მჩაგვრელის.
ჩვენი სამშობლო, მთლიანად ერი, დაჩაგრულია ორმაგად. ერთის მხრივ, ეგრეთწოდებული ლიბერალიზმის ბოროტი პოლიტიკით და მეორეს მხრივ, ადგილობრივი, დიქტატორული სისტემით, რომელსაც, რაც არ უნდა სასაცილო იყოს და სატირალიც, ქართული ხელისუფლება დაურქმევიათ. ეს ეხება ამჟამინდელს და მათ წინამორბედ ხელისუფლებებს, თავიანთი საპარლამენტო ოპოზიციებით!
ეს, ზემოთ ჩამოთვლილი დემონური მართვის ძალები ცდილობენ და ახერხებენ იმას, რომ საფუძველს უთხრიან ქართულ(არაქართულსაც საქართველოში) ოჯახებს; აპირისპირებენ ცოლ-ქმარს; აკეთებენ ყველაფერს(სასკოლო, საუნივერსიტეტო, თუ სხვადასხვა ბოროტი მანქანებით), რომ მშობლებმა შვილების თვალში ავტორიტეტი დაკარგონ; ახდენენ იმას,რომ ადამიანებმა, საზოგადოების სხვადასხვა ფენებმა კავშირი გაწყვიტონ ერთმანეთთან და ამით, კიდევ უფრო დააკნინონ ერი; აკნინებენ,ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და ამას, მის წიაღიდანაც და გარედანაც “კარგად” აკეთებენ.
სრულიად უკანასკნელი შანსი, რომელიც, შესაძლოა, რომ მოგვეცეს ერს- ეს არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, სადაც, შესაძლებელია, რომ მოხვდნენ პატრიოტული ძალები, საიდანაც, მაღალი ტრიბუნიდან დაიწყებოდა ბრძოლა, ყველა მამაძაღლის გასადევნად ჩვენი სახელმწიფოდან.
პატრიოტული ძალები ვახსენე და აქვე დავძენ, რომ მხოლოდ სუფთა წარსულის ადამიანების არის და იქნება ეს, პატრიოტული ძალა და არა მათი, ვინც სახელს უტეხავს ეროვნულ ინიციატივებს და გარკვეული რაოდენობის ქართული საზოგადოებაც შეცდომაში შეჰყავთ, მაგრამ,ამაზე მერე იყოს..
ჩემო დებო და ძმებო! მამებო და დედებო! ქართველო ემიგრანტებო!
მე, თქვენნაირივე ქართველი მოგიწოდებთ და გთხოვთ, დავანახოთ ყველას, რომ ერთად აღებული, შეცდომაში შეყვანილ, ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების მხარდამჭერ ემიგრანტებზე მეტნი ვართ ჩვენ, ვინც, მხოლოდამხოლოდ, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის და განვითარების მხარდამჭერი ვართ!
ჩვენი შვილები,ჩვენი შვილიშვილები, ზოგადქართული მონაგარი, ცოდოები არიან. მათ, ხომ არაფერი დაუშავებიათ, რომ ამათ წაბილწულ ხახაში დავტოვოთ?!
დაე, ყველა ემიგრანტთან მივიდეს ეს წერილი!
ელიზბარ(კახა) ბასიშვილი მოძრაობა “ემიგრანტები საქართველოსთვის” 06.02.19.

Comments