
დღეს 98 წელი შესრულდა საბჭოთა წითელი მარქსისტული ოკუპაციიდან. როგორც მოგეხსენებათ 1921 წლის თებერვალში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური განშტოების ქართველი მოღალატეები სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე, შემოუძღვნენ წითელ არმიას.
მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს მაშინდელი საქართველოს მართველი პარტიის სოციალ-დემოკრატების მეორე განშტოების, მენშევიკების ბრალეულობაც. პირველ რიგში უნდა ითქვას რომ 1912 წლამდე ბოლშევიკები და მენშევიკები ერთიანობას ინარჩუნებდნენ.
საქართველოში ისენი განსაკუთრებით ერთიანნი იყვნენ ილია ჭავჭავაძის და სხვა ნაციონალისტების წინააღმდეგ, რომელთაც თავიანთი ეროვნული პოზიციის გამო შოვინისტებსაც ეძახდნენ. ილიას მკვლელობაში მახარაძესთან და ორჯონიკიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ნოე რამიშვილმა და სხვა მენშევიკებმა. ნოე ჟორდანიაც საქმის კურში იყო.
მენშევიკებისთვის და ჟორდანიასთვის არათუ დამოუკიდებლობა არამედ ავტონომიაც კი წარმოუდგენელი იყო. როგორც დღევანდელი ლიბერალები, ისინიც ქართველებს ველურ და შოვინისტ ერად წარმოაჩენდნენ რომელიც ბატონის გარეშე არ უნდა დარჩენილიყო.
მომდევნო წლებში ყველაფერი შეიცვალა. მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის მტრობა ჩამოვარდა. მენშევიკებს საქართველოში პირველობისთვის ეროვნული პოზიციების დაკავაბაც მოუწიათ. ამაში მათ ხელი შეუწყო მაშინდელი კონკურეტნი პარტიის ეროვნულ-დემოკრატების დილეტანტიზმმაც.
რევოლუციის პერიოდში, ჟორდანია და მენშევიკები მოვიდნენ მთავრობაში. ჟორდანია ბოლომდე ელოდა მენშევიკების გამარჯვებას რუსეთში რომ საქართელო მენშევიკური რუსეთის ნაწილად დარჩენილიყო. თუმცაღა გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა.
ამ ფაქტმა, მაშინდელი მათი მოკავშირის გერმანიის ზეწოლამ, და თურქული ოკუპაციის საფრთხემ, ჟორდანია იძულებული გახადა ტრანსკავკასიური კავშირი დაეშალა და დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა 1918 წლის 26 მაისს.
3 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში სოც-დემოკრტები შეცდომას შეცდომაზე უშვებდნენ. მათ არ სურდათ ძლიერი ჯარი მხოლოდ როცა ჭირდებოდათ მაშინ ხედავდნენ ჯარს. მათ შექმნეს თავიანთი წითელი გვარდია, ჯარის საპირწონედ, რომელიც იყო პარტიული შენაერთი და რომელშიც სუფევდა უდისციპლინობა და დილეტანტიზმი და რომელიც არაერთხელ გაიქცა ბრძოლის ველიდან, მათ შორის ბოლო ომის დროსაც.
როდესაც ქართველი გენერლების ღვაწლით ქართული არმია ყველაზე მაღალ დონეზე იყო 1920 წელს მათ იმის მაგივრად რომ აზერბაიჯანიდან განედევნათ ბოლშევიკები რაც ფაქტიურად შეუძლებელს გახდიდა საქართველოს სამომავლო ოკუპაციას და რისი დიდი შანსიც იყო, ზავი დადეს ლენინთან, რომელმაც რა თქმა უნდა ზავი დაარღვია.
1920 წლის ბოლოს ნოე რამიშვილმა გამოაცხადა ჯარის დემობილიზაცია რაც ასევე კატასტროფული შეცდომა იყო რადგან მათ ვეღარ შეძლეს ჯარის იმ დონეზე მობილიზება ომის დროს. ამ და კიდევ ძაან ბევრ შეცდომასთან და დანაშაულთან ერთად რომელთა აღწერას ტომები ესაჭიროება, მენშევიკური მთავრობა ბროძლის ველიდან საფრანგეთში გაიქცა და ქვეყანა წითელ ჭირს შეატოვა.
მთელი ამ დროის მანძილზე მენშევიკებს პარტიისთვის სახელიც კი არ გადაურქვიათ და მათ პარტიას ბოლომდე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია ერქვა.
თორნიკე ბედიანაშვილი
Comments