top of page

ვინ და რატომ მოკლეს სინამდვილეში ილია ჭავჭავაძე: დამკვეთები, შემსრულებლები და მიზეზები

თორნიკე ბედიანაშვილი

ილია ჭავჭავაძე

მოგეხსენებათ 1907 წელს საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერი და ერის მამა, ილია ჭავჭავაძე მოუკლეს. იმის კარგად გასაგებად თუ ვინ და რატომ მოკლა ილია ჭავჭავაძე, უნდა გავიხსენოთ ის კონტექსტი რაც მაშინ იყო.


თავდაპირველად უნდა ითქვას მაშინდელი ქართული პოლიტიკის მთავარი მონაწილენი იყვნენ სამი დასი. პირველი ეს იყო ილია ჭავჭავაძის პირველი დასი, რომელსაც მხარში ედგა აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი და სხვანი. პირველი დასი იმედს თავად აზნაურობის ძლიერ და განათლებულ ფენაზე ამყარებდა თუმცაღა ასევე ძლიერ გლეხობაზე. რაც მთავარია პირველ დასელები იყვნენ ეროვნულად განწყობილნი და მათ სურდათ ჯერ საქართველოს ავტონომიის მოპოვება ხოლო შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენა.


მეორე დასიც იგივე ეროვნულ სულისკვეთებას იზიარებდა და მხარში ედგა ილიას მესამე დასელებთან ბრძოლაში, უბრალოდ მეორე დასი ლიბერალური ეკონომიკის მომხრე იყო და იმედებს ბურჟუაზიაზე ამაყარება, მეორე დასის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ, ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე და სხვანი.


ხოლო მესამე დასი, სრულიად ანტი-ეროვნული სოციალ დემოკრატიული პარტია გახლდათ, რომელიც იმედს საქართველოში მაშინ თითქმის არ არსებულ პროლეტალიატის კლასზე ამყარებდა. მათთვის საქართველოს დამოუკიდებლობის წარმოდგენაც კი ზედდმეტი იყო (1918 წელს მენშევიკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება კი იძულებით და გერმანიისგან ძალდატნებით მოხდა), მიუხედავად იმისა რომ ისენი უკვე იყვნენ ორ ნაწილად მენშევიკებად და ბოლშევიკებად გაყოფილნი ისენი ინარჩუნებდნენ ერთიანობას 1912 წლამდე. ისენი განსაკუთრებით ერთიანნი იყვნენ ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ. მესამე დასის ლიდერები იყვნენ: მენშევიკები ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ისიდორე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, კარლო ჩხეიძე და ბოლშევიკები ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე.


1906 წელს ილია ჭავჭავაძე არჩეულ იქნა რუსეთის სახელმწიფო საბჭოში. მან არჩევის დღიდან დაიწყო კამპანია საქართველოსთვის ავტონომიის მინიჭებისთვის. მაშინ რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს საქართველოზე გული ჰქონდა მომლბალი რადგან მასზე ზეგავლენას ახდენდა მისი მამინაცვალი გიორგი შარვაშიძე. პირველი მცდელობისას, ილიას ისევ ქართველი სოციალ დემოკრატი დეპუტატები უშლდნენ ხელს ნოე ჟორდანიას თაოსნობით. მათ არ სურდათ საქართველოს ავტონომია. თუმცაღა საკითხი მაინც ჩავარდა რადგან 1906 წელს იმპერატორმა პირველი სათათბირო საბჭო დაითხოვა.


თუმცაღა როდესაც იმპერატორმა ახალი სათათბიროს მოწვევა დაიწყო მან აგრეთვე ბრძანა გამოეკვლიათ თუ რა საფუძველზე შეიერთა რუსეთმა საქართველო. ილია ჭავჭავაძე აქტიურად იყო ჩართული პროცესებში და მას შეეძლო უკვე რეალურად საქართველოსთვის ავტონომიის მოპოვება რომლის მეთაურიც თავადვე გახდებოდა რადგან ის ქართველი ერისა და რუსეთის იმპერატორის ნდობით სარგებლობდა. ეს კი დამყუპველი იქნებოდა სოციალ დემოკრატიული პარტიისთვის რომელიც თამაშგარე მდგომარეობაში დარჩებოდა. მესამე დასელებს ყოველგვარი ეროვნული სძულდათ და ილია ჭავჭავაძესა და სხვა პირველ დასელებს შოვინისტებს ეძახდნენ იმის გამო რომ ისენი ეწინააღმდეგებოდნენ ქართულ მიწებზე უცხოტომელთა მასიურ დასახლებას.


რაც შეეხება თვითონ მკვლელობას. მკვლელობის ორგანიზაცია დაახლოებით 20-25 კაცისგან შედგებოდა თუმცა უშვალოდ წიწამურთან იყვნენ 5ნი ტყვიის სასროლად: გიგლა ბერბიჭაშვილი, ივანე ინაშვილი, გიორგი ხიზანიშვილი, პავლე ფშავლიშვილი (აფციაური) და ვინმე იმერელი, დიდის ვარაუდით სერგო ორჯონიკიძე, რომლის მეტსახელიც იყო იმერელი. რაც შეეხება დამკვეთებს, ზემოთ გადმოცემული კონტექსტიდან ნათელი თუ ვინები იყვნენ, თუმცაღა არსებობს მტკიცებულებაც.


ქაქუცა ჭოლოყაშვილის თანამებრძოლმა და შეფიცულთა რაზმის უკანასკნელმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე სულხანაშვილმა სიკვდილის წინ საფრანგეთში აღიარა, რომ 1923 წელს შეფიცულთა რაზმს ხელში ჩაუვარდა ილიას ფიზიკური მკვლელი გიგლა ბერბიჭაშვილი. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ის დაკითხა და შეშინებულმა ბერბიჭაშვილმაც ყველაფერი დაფქვა. მან დაასახელა ილიას მკვლელობის კომიტეტი: თავმჯდომარე, ფილიპე მახარაძე,(ბოლშევიკი, საბჭოთა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე), წევრები, ნოე რამიშვილი (მენშევიკი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარე და შემდგომში შსს მინისტრი), ისიდორე რამიშვილი(მენშევიკი), ნოე ხომერიკი(მენშევიკი), ისიდორე ჯიბლაძე და პეტრე გელიაშვილი. კომიტეტზე მიწეული იყო ნოე ჟორდანიაც, ლანჩხუთელი პილატე, რომელმაც უარი თქვა ილიას მკვლელობის კომიტეტში ყოფნაზე და ხელები დაიბანა თუმცა არაფერი არ გაუკეთებია მათ შესაჩერებლად.


ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ქაქუცამ ბერბიჭაშვილი გაუშვა იმის იმედით რომ აჯანყების გამარჯვების შემთვევაში ის მას საჯაროდ აალაპარაკებდა, რადგან მანამდე ამ ინფორმაციის გაქმა მოგეხსენებათ თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა აჭანყებისთვის. თუმცაღა აჯანყება დამარცხდა და ეს ფაქტი მხოლოდ ილიას მკვლელობიდან 80 წლის შემდეგ გახდა ცნობილი.


თორნიკე ბედიანაშვილი


წყარო: ლევან სანიკიძე - მესამე დასის საქართველო

16 814 vues0 commentaire

Comentarios


bottom of page