top of page

მამა თეოდორე: ჩვენი კონსტიტუცია არის მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენი კონსტიტუცია არის სახარება

თორნიკე ბედიანაშვილი

Dernière mise à jour : 24 janv. 2019


20 თებერვალს ჯვართამაღლების ეკლესიის წინაძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე, ქვეყანაში არსებული პრობლემების მიზეზებს შეეხო:

"ჩვენი კონსტიტუცია არის მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენი კონსტიტუცია არის სახარება, ჩვენი კონსტიტუცია არის ჩვენი წმიდანების მიერ გამოვლილი გზა, სისხლით მოტანილი, შრომით მოტანილი, ხმლით მოტანილი, ჯვრით მოტანილი, ეს არის ერთგულება ქრისტესი, ამ კონსტიტუციაზე იყო აშენებული დიდი საქართველო,

დავითის და თამარის, რუსთაველის საქართველო.


ამ გზამ მოგვიყვანა დღემდე ქართველები; შინაგანად მდიდარი, თავისუფალი, ღვთის სიყვარულით აღსავსენი, სტუმართმოყვარე, მაღალი კულტურის ერი. გარშემო ველურების გარემოცვაში ვიყავით საუკუნეების განმავლობაში, გვხოცავდნებ, გვჩეხდნენ, ვომობდით, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ეს ყველაფერი, ლამაზია ქართველი სულიერად და სხეულებრივად, სიყვარული უზადო და უზარმაზარი შეუძლია,

კულტურა როგორია? ბავშვი რომ იბადება თითქოს იქედანვეა ღრმად კულტურული პატარა ადამიანი.


აი, ეს ქრისტემ მოგვიტანა, ეს არის ჩვენი კონსტიტუცია. ამერიკელებს რომ ვბაძავთ, მათ აქვთ თავიანთი კონსტიტუცია და კიდეც ერთგულებენ მას, ხოლო ჩვენთან რა ხდება? ვერც ერთი ჩვენი ხელისუფალი ვერ ხვდება, რომ უერთგულოს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციას და ნებსით თუ უნებლიედ ხდება მტერი საკუთარი თავის, ერის, თითოეული ჩვენგანის და ჩვენი მომავალი თაობის."


მამა თეოდორე ასევ შეეხო იმ საფრთხეებს რაც საქართველოს მოელის:


"აგერ ახლა ამბობენ, რამდენად მართალია, არ ვიცი, სადღაც, მაროკოში, მგონი საქართველოს ხელისუფლებამ, რაღაც ხელშეკრულებას, ვალდებულებას მოაწერა ხელი, უსაზღვრო რაოდენობის მიგრანტების შემოსვლასთან დაკავშირებით. სადაც კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. უნდა შემოვიდნენ, საბუთები მისცენ და თან არ დაგვავიწყდეს, რომ სოფლები დაცლილია და მერე იმასაც გვეტყვიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომ აბა, ეს მიწები ტყუილად ცდება, აქ კიდე ხალხი მშიერ-მწყურვალი კვდება და თქვენ როგორი ცივილიზებული ქვეყანა ხართ? ხომ გინდოდათ ევროკავშირში ყოფილიყავით და აი, ახლა დაასახლეთ.


მე არ გამოვრიცხავ, თუ ეს მოხდა, ჯვარი გვწერია, ეს იქნება ერთიანად განადგურება ქართველი ერის, მეორე ბახტრიონი, იქ თავის დროზე, რაც შაჰ-აბასის წინააღმდეგ იყო. ან მოვახდენთ, ან ვერ მოვახდენთ ჩვენ იმ მეორე ბახტრიონს, ამის არც ფიზიკური რესურსი და არც მუხტი შინაგანი ჩვენ არ გაგვაჩნია."


იხილეთ ვიდეო:


Commentaires


bottom of page