top of page

ლიბერალური ტელევიზიების კატასტროფული ზეგავლენა მოსახლეობაზე და რუსთავი 2ის ეფექტი

თორნიკე ბედიანაშვილი

იმის მიუხედავად რომ დასავლეთში ტელევიზიის გავლენა იკლებს, საქართველოში სამწუხაროდ ისევ ძალზე დიდი გავლენა აქვს ტელევიზიებს, და ამის დასტურად შეგიძლია მხოლოდ განვლილი საპრეზიდენტო არჩევნები მოვიყვანოთ სადაც კაცის მკვლელებმა, მწამებლებმა და ჯალათებმა 800 ათასი ხმა აიღეს. თუმცაღა ლიბერალურ მედიას ქართულ საზოგადოებაზე ამაზე გაცილებით საშინელი ეფექტი აქვს.


ტელევიზიის ამხელა გავლენას საქართველოში თავისი მიზეზები აქვს. მოგეხსენებათ 90იან წლებში იყო სრული ქაოსი, უფულობა და უშუქობა. ოჯახები მოუთმენლად მოელოდნენ საღამოს დენის მოსვლას ტელევიზორის საყურებლად. აქედან მოყოლებული ტელევიზორის ქართველებისთვის იქცა ტრადიციად. ამის დასადსტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ ახალ წელს ჩართული ტელევიზორის ფონზე ქეიფი, რასაც მაგალითდ დასავლეთის ქვეყნებში ვერ ნახავთ.



ქართველების ეს გადახრა კარგათ გამოიყენეს ჩვენმა მტრებმა. ქართველი კარიერისტი თუ მოღალატე ჟურნალისტების მეშვეობით, მედიამ ხალხს შეაპარა ყველანაირი გარყვნილება და უღირსობა თავისუფლების სახელით. ეს ნელნელა ეტაპობრივად მოხდა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გადაცემა „პროფილი“ რომელიც თავიდან დაკარგული ახლობლების ერთმანეთის პოვნას ემსახურებოდა და ნელნელა გარყვნილების მქადაგებლად გადაკეთდა.


თავიდან შემოყარეს მდარე ხარისხის გარყვნილური სამხრეთამერიკული სერიალები რომლებითაც მათ მიაჯაჭვეს მოსახლეობის საკმაო ნაწილი. ამას მოაყოლოს ჩვენი ისტორიული მტერის თურქული სერიალები რომლითაც დაიწყო ქვეყანაში თურქეთის აპოლოგია. ამის ფარგლებში, ოსმალეთის სულთანი სულეიმანი, რომელიც ჩვენი დამპყრობელი იყო და რომელის დროსაც ყველაზე მეტი მონა წაიყვანეს თურქებმა საქართველოდან, გმირად წარმოგვისახეს.

ნებისმიერი სახის გადაცემა თუ შოუ, ეტაპობრივად ქართველი ქრისტიანისთვის მიუღებელ ქმედებებს, ნელ ნელა მისაღებად წარმოაჩენდა. ბოლოს მივედით იქამდე რომ რომ ადრე მიუღებელი ეხლა სრულიად მისაღებია და ასევე ეროვნულ-ქრისტიანული ღირებულებების დაცინვა და შეურაწყოფა, ხოლო ვინც ამას ეწინააღმდეგება ის არის ბოროტი ადამიანი და რა თქმა უნდა რუსეთის აგენტი. ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს და პოლიტიკოსებს, ან ბლოკავენ ან მათ დისკრედიტაციას ეწევიან.


ამაში ბრალი ყველა ლიბერალურ მედიას მიუძღვის, მაგრამ განსაკუთრებით რუსთავი ორს, რომლის დეზინფორმაციურობას თვით ლიბერალური გამოკითხვების ჩამტარებელი ენდიაიც კი ვერ მალავს თავის გამოკლვლევაში. სადისტების გამართლების, ეკლესიასზე თავდასხმის და ეროვნული ღირებულებების დაცინვის გარდა მე მინდა გამოვყო მათი სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელიც უკვე სამწუხაროდ საზოგადოებრივი განხილვის საგნად იქცა. ამ სერიალით ხალხი შეაჩვიეს რომ ვითომ ქართველები არიან უზრდელები რომლებიც ყოველწუთას იგინებიან, მათ შორის ქალებიც. შეაჩვიეს რომ ქართველები არიან მოღალატეები, ფარისევლები. ურწმუნოები, მატყუარები, ბოროტები და სულელები. ამ სერიალის დიდი რეიტინგიდან გამომდინარე, ზემოჩამოთვლილი ნაკლოვანების მქონე ადამიანების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. ამას ჩვენ შეგვიძლია რუსთავი ორის ეფექტი დავარქვათ.

უნდა აღინიშნოს, რომ იუმორისტული სახის უზრდელური შოუების, რომლებიც დიდი დოზით პოლიტკური სახის ძირითადად შეურაწმყოფელი ხუმრობებით არის გაჯერებული, დიდი დამსახურებაა ამ არხის რეიტინგულობა.


და ბოლოს, უნდა ითქვას რომ ეს ყველაფერი დაშვებულია ჩვენი ვაი მთავრობის მხრიდან(რისი მსხვერპლიც თვითონაც გახდნენ წინა არჩევნებზე), რადგან მათზე ჩვენი მტრების გავლენა ვისგანაც ეს მოღალატეობრივი მედია იმართება, საკმაოდ დიდია. ამ სიტუაციიდამ გამოსავალი არის ერთი: ახალი ეროვნული მოძარაობა და ქვეყნის სათავეში ეროვნული მთავრობის მოყვანა რომელიც დაამთავრებს ამ აბსურდის თეატრს რაც საქართველოში 1992 წლის 6 იანვრის შემდეგ მიმდინარეობს.


თორნიკე ბედიანაშვილი

コメント


bottom of page