top of page

ისტორიული პარალელები: მეცხრამეტე საუკუნეში ჩინეთში მომხდარი ოპიუმის ომები და დღევანდელი საქართველო

  • თორნიკე ბედიანაშვილი
  • 22 janv. 2019
  • 2 min de lecture

Dernière mise à jour : 23 janv. 2019


თავდაპირველად, კარგად რომ გავიგოთ კონტექსტი, ავღწეროთ ჩინეთის იმპერია. ჩინეთი საუკუნეების განმავლობაში იყო აზიის და ხშირ შემთხვევაში მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა. მას ეპყრა დიდი ტერიტორია და არ ცდილობა კიდევ უფრო დიდ ექსპანსიას, რადგან საკმაოდ კარგად ცხოვრობდნენ და ეკონომიკურად ძალიან ძლიერები იყვენ. მათ დაწესებული ქონდათ ბაჟი, რომელიც უნდა გადაეხადათ იმერატორისთვის იმ ქვეყნებსა თუ ხალხებსს რომლებსაც ჩინეთთან ვაჭრობა სურდათ. ჩინეთს ქონდა ძალიან დიდი პირველადი რესურსები და მზა პროდუქტები და არ საჭიროებდა არაფრის იმპორტს. მეცრხრამეტე საუკუნემდე მათი დაპყრობა მხოლოდ მონღოლებმა შეძლეს მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში.


შემდგომში უნდა აღინიშნოს ჩინეთმა უარი თქვა კოლონიზაციაზე იმ მოტივით რომ ის ვაჭრები რომელიც კოლონიზაციიდან მიიღებდნენ სარგებელს, შესაძლებელი იყო საფრთხე გამხდარიყვნენ იმპერატორისთვის. ხოლო ეს იყო დიდი შეცდომა რადგან ჩინეთმა განიცადა სტაგნაცია როდესაც ევროპული ქვეყნები ძალიან გაძლიერდნენ.


ბრიტანეთის კოლონიები

მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანეთს უკვე ქონდა უამრავი კოლონია, მათ შორის ინდოეთი. ბრიტანეთი დაინტერესებული იყო ჩინური პროდუქტებით განსაკუთრებით კი ჩაით. ვაჭრობისთვის კი მათ ჩინეთის იმპერატორისთვის ხარკის გადახდა უწევდათ. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ამერიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ბრიტანეთს შეუწყდა ოქრო-ვერცხლით მომარაგება ამ კოლონიისგან, რომლითაც ის იხდიდა ჩინეთში. ასე რომ ბრიტანეთს ჩინეთთან მკვეთრად ნეგატიური სავაჭრო ბალანსი შეექმნა.


თუმცაღა ბრიტანელებმა მოიფიქრეს გამოსავალი და ჩინეთში დაიწყეს არალეგალულად ოპიუმის შეშვება ინდოეთიდან. ოპიუმის გაყიდვა მაშინ აკრძალული იყო ბრიტანეთშიც კი. ამ ქმედებით კი ბრიტანეთი ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავდა: ერთის მხრივ ის აბალანსებდა სავაჭრო ბალანსს ჩინეთთან ხოლო მეორეს მხრივ ჩინელების განარკომანებით ქვეყანას ასუსტებდა.


ნარკომანი ჩინელები მეცხრამეტე საუკუნეში

ამის შემდეგ ჩინეთში ნარკომანია სენად შეიქმნა. ამის წინააღმდეგ ჩინეთმა დაიწო კონტრაბანდული გემების დაკავება რაც შეიქმა კონტექსტად ბრიტანელების მხრიდან ომის გასაჩაღებლად. პირველი ოპიუმის ომი 1839 წელს დაიწყო და 1842 წელს ბრიტანელების ადვილი გამარჯვებით დამთავრდა რადგან ბრიტანელების ფლოტის სიძლიერე გაცილებით აღემატებოდა ჩინეთისას რომელმაც კოლონიზაციაზე უარის თქმით გამოტოვა ტექნიკური განვითარების შესაძლებლობა და ისევ შუა საუკუნეების ჯარი და ფლოტი ყავდა.


ამ ომის შედგად ჩინეთს მოუხდა ბრიტანელებისთვის ოპიუმით ვაჭრობის ნებადართავა და ამასთან ჰონგ კონგის ბრიტანელებისთვის დათმობა რომელიც თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა და ბრიტანელებს მიეცათ უფლება კიდევ 5 პორტში შეღავათიანი ვაჭრობისა. ამის შემდეგ ჩინეთმა იწყო ძალიან დიდი რეგრესი რისი შეჩერებაც აუცილებელი იყო და ამიტომ 1856 წელს ჩინეთმა ხელახალი ომი დაიწყო ბრიტანელებისგან განსათავისუფლებად. მეორე ოპიუმის ომში უკვე საფრანგეთიც ჩაერთო. 1860 წელს ჩინეთი საბოლოოდ დამარცხდა. ჩინეთს მოუწია ოპიუმის ლეგალიზება და შეიქმნა ჰონგ კონგის გარდა კიდევ რამოდენიმე თავისუფალი ვაჭრობის ზონა.


საუკუნის ბოლოს ჩინეთში უკვე კოლონიები ბრიტანეთის და საფრანგეთის გარდა უკვე ქონდათ ამერიკას, რუსეთს და გერმანიას. ქვეყანას დაახლოებით 100 მილიონი ოპიუმის მომხმარებელი ყავდა. ქვეყანა დასუსტდა და მოიცვა სრულმა ანარქიამ. 1912 წელს იმპერატორი დაემხო და ქვეყანა უმართავი გახდა. ასე გაანადგურეს ერთ დროს მსოფლიოში უძლიერესი ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობითა და ნარკოტიკებით.



ეხლა ჩვენ შეგვიძლია პარალელები გავავალოთ დღევანდელ საქართველოსთან. განსხვავება იმაშია რომ ჩვენ საფრთხე მრავალმხრივ მოგველის. ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება თურქეთთან ყოველ წელიწადს 1 მილიარდი ლარის ზარალს გვაყენებს. დაწვრილებით ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს წინა სტატიას ამ თემაზე. თბილისსა და აჭარაში გახსნილი თურქული, ირანული და არაბული ბიზნესებით ხდება ფულის გადინება საქართველოდან. ირანიდან მიმდინარეობს მასიურად ნარკოტიკების შემოდინება, კვირა არ გავა რომ ირანელი ბარიგა არ დაიჭირონ. ამას დამატებული ლიბერალების მხრიდან ნარკოტიკების პროპაგანდა.


აღმაშენებლის გამზირი, თბილისი

საბოლოოდ უნდა ითქვას რომ ასეთ წნეხს დიდმა ჩინეთმაც ვერ გაუძლო და წაროიდგინეთ რა მოუვა საქართველოს. ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ და დავიწყოთ რეაგირება სანამ დრო გვაქვს თორემ შემდგომში ეს შეიძლება გვიანი აღმოჩნდეს როგორც ჩინეთის მაგალითში.


თორნიკე ბედიანაშვილი

Comments


bottom of page