top of page

იაღოველმა 26 წლის ახალგაზრდა დააჭერინა!

თორნიკე ბედიანაშვილი

პოლიციამ იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით იეჰოვას მოწმეზე ძალადობით განხორციელებული დევნის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული გ. ი. თბილისში დააკავეს.


მათივე ინფორმაციით, თბილისში, პატარიძის ქუჩაზე, იეჰოვას მოწმეს, 1954 წელს დაბადებულ ო. ა.-ს რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით ჩადენილი დევნის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღსაღნიშნავია რომ ეს მუხლი მოქმედებს საკუთრების წართმევაზე.


სავარაუდოდ აქ ლაპარაკია იაღოველთა ლიტერატურაზე რომელიც ტვინს ურევს ადამიანებს. მოგეხსენებათ იაღოველთა სექტა არის ძალიან აგრესიული და ტოტალიტარული სექტა. ასე რომ ეს დაკავება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ძალიან საეჭვოა რომ აქ რეალურად დანაშაულთან გვქონდეს საქმე. ეს უფრო ცილისწამებას წააგავს.

Commentaires


bottom of page