top of page

დღეს მასიური მიგრაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

  • თორნიკე ბედიანაშვილი
  • 28 janv. 2019
  • 1 min de lecture

ree

დღეს, პარლამენტის უკან, მასიური მიგრაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციაზე ეროვნულად მოაზროვნე ათასზე მეტი მოქალაქე დაესწრო. მომიტინგეები საქართველოს მთავრობის მხრიდან მაროკოში გაეროს მიგრაციის პაქტეზე ხელმოწერას აპროტესტებდნენ.


როგორც მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა რომ ამ დოკუმენტს არ აქვს იურიდიული ძალა, მთავრობამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო მიგრანტების შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფისა, როგორიცაა სამუშაო, პირადობის მოწმობა და ასე შემდეგ.

ree

აღსაღნიშნაშნავია რომ მთავრობამ ამ ხელშეკრულებას საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე მოაწერა. ასევე უნდა ითქვას რომ ეს დოკუმენტი ოფიცილურად ქართულად არც კი თარგმნილა.


აქციის ერთერთი მოთხოვნა ხელისუფლების და პარლამენტის მხრიდან რეაგირება, დიალოგსა და დებატებზე წამოსვლა იყო თუმცა პარლამენტმა სრული იგნორი გაუკეთა საკუთარ მოქალაქეებს.

ree

და ბოლოს ეს ათასკაციანი აქცია არცერთ ტელევიზიას არ გაუშუქებია, მათ შორის არც საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ ფონზე როდესაც ტელევიზიები ლიბერალების მიერ გამართულ ხუთკაციან აქციებს დიდი პროპაგანდით აშუქებენ. ამიტომაც აქციის ორგანიზატორბმა შემდეგი აქცია შაბათს, 2 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ დააანონსეს.

Commentaires


bottom of page