
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ ხელი მოაწერა გაეროს მიგრაციის პაქტს მაროკოში, ისე რომ საზოგადოება საერთოდ არ იყო საქმის კურსში. მიუხედავად იმისა რომ ამ დოკუმენტს არ გააჩნია იურიდიული ძალა, მასზე ხელის მოწერით მთავრობამ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა მიგრანტების შემოშვებისა და სათანადო პირობებით და საბუთებით უზრულვნელყოფობისა.
ამ პაქტს ხელი არ მოაწერეს ისეთმა ქვეყნებმა როგორებიც არიან აშშ, რუსეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, იტალია და ა.შ. მაგალითად ბელგიაში ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, პრემიერ მინისტრსა და მთავრობას გადადგომაც კი მოუწია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

თუ ის რაც ამ დოკუმენტში წერია თუ მართლაც ასე მოხდა მაშინ ჩვენი ქვეყანა ამას უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაუძლებს და განადგურდება. საქართველოში მიგრანტების მხრიდან დაიწყება მასობრივი ძარცვა, არეულობა, ანარქია და გაუპატიურებები, როგორც ევროპის იმ ქალაქებში ხდება სადაც მაღალია მიგრნტთა რაოდენობა.
ამ ყველაფრის წინააღმდეგ, ორშაბათს, 28 იანვარს, 12 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები აქციას გამართავენ. ჩვენი გვერდის ადმინისტრაცია სოლიდარობოს უცხადებს ამ აქციას და სრულად იზიარებს მის პათოსს!!!
იხილეთ ვიდეო: აქციის ერთერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი
Commentaires